ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების გამო, სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დაიკეტა

ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციების ფონზე, უსაფრთხოების მიზნით, ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურება. გადაწყვეტილება განათლების რეგიონალურმა ბიურომ მიიღო,-ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

ერთ-ერთ უნივერსიტეტში 80-ზე მეტი სტუდენტის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან კამპუსში, აქციის მონაწილეებმა ერთგვარი ბანაკი მოაწყვეს, სადაც მათ საკვები მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა ბანაკის მოსაწყობად უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის სამზარეულოც დაიკავეს.

ოთხშაბათს, დილით, ორი აქტივისტი უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის დააკავეს.

ოთხშაბათს, ბანკებმა ქალაქში 250 ფილიალი დაკეტეს იმის გამო, რომ მომიტინგეებმა სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. კერძოდ,  HSBC-ის, Standard Chartered Bank-ისა და China Bank-ის (ჰონგ კონგის) ოფისები დროებით დაიხურება. აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა დაიწყეს, მათ წინააღმდეგობას პოლიცია უწევთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად