ჰონგ-კონგში ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა

ჰონგ-კონგში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი ადამიანებს თავს დაესხა. ინფორმაციას ტელე-რადიო კორპორაცია RTHK ავრცელებს.

თავდასხმის შდეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ცენ კვან ო-ს რაონში მოხდა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ, დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა პოლიტიკა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...