ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციის დროს მამაკაცს ცეცხლი წაუკიდეს

ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციის დროს, ეთნიკური ნიშნით დავის გამო, უცნობ მამაკაცს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ავრცელებს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფი კამათობს, რის შემდეგაც ერთ-ერთ მამაკაცს აალებად სითხეს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ.

ინციდენტის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც სააგენტო  Associated Press წერს, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი, უცნობია.

დღეს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზები გადაკეტეს და სატრასპორტო სისტემის ბლოკირებას შეეცადნენ. არეულობის შედეგად, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ დაშავდა.

ჰონგ კონგში, დაახლოებით ხუთი თვეა, საპროტესტო აქცია გრძელდება. მოსახლეობა ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგება. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამ ცვლილებების მიღება გადაიდო, შემდეგ კი საკითხის განხილვა გაუქმდა, მაგრამ აქციები მაინც გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად