ჰონგ-კონგში პოლიციამ, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამშვიდობო მსვლელობა, რომლის ორგანიზატორიც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო ფრონტი იყო, ნახევარკუნძულ კოულუნზე დაიწყო. შემდეგ ეს აქცია მონაწილეებისა და პოლიციელების დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობას „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს და მაღაზიებსა და რესტორნებს აფეთქებდნენ.

შაბათს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება უკანონოდ გამოაცხადა, რათა მასობრივი არეულობა არ დაწყებულიყო.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გაზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობს. თავდაპირველად ქუჩაში გამოსვლის მიზეზი იყო ხელისუფლების მიერ მიღებული შესწორება კანონში, რომლის მიხედვითაც, ჰონგ-კონგს ჩინეთისთვის, მაკაოსთვის და ტაივანისთვის ეჭვმიტანილების გადაცემის უფლება ენიჭებოდა. მასობრივი საპროტესტო აქციების გამო კი, ბოლოს აღნიშნული შესწორება უკან გაიხმეს, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყდა. მომიტინგეები ახლა, აქციების ფარგლებში ყველა დაკავებულის გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად