ჰონგ კონგში, პიკის საათის დროს, მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ჰონგ კონგის მეტროპოლიტენის მეტრო, მიწისზედა მონაკვეთზე რელსებიდან გადავიდა, რამაც მოძრაობის გაჩერება გამოიწვია. ამის შესახებ South China Morning Post-ი კომპანია MTR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰონგ კონგში მსგავსი რამ პირველად მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.

MTR აღნიშნავს, რომ კომპანიაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

Channel News Asia-ს ინფორმაციით კი, მატარებლის რელსებიდან გადასვლის გამო დაირღვა ორი სარკინიგზო ხაზის მუშაობის განრიგი. ინციდენტი გაჩერება „ხუნ ხომზე“ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად