ჰონგ-კონგში პარლამენტის წევრს ცივი იარაღით თავს დაესხნენ

ჰინგ-კონგში პარლამენტის წევრს იუნიუს ჰვან ჰოს უცნობი პირი ცივი იარაღით თავს დაესხა. ცნობილია, რომ ის ჰონგ-კონგში ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს აკრიტიკებდა,-ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 08:44 საათზე მოხდა. ჰვან ჰო ადგილობრივი საოლქო საბჭოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს ხვდებოდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მივიდა ადამიანი, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკოსს თავს დაესხა.

უცნობმა პირმა ჰვან ჰოს ყვავილების თაიგული გადასცა, მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ფოტოს გადაღების ნებართვა სთხოვა.

როდესაც ჰო დათანხმდა, მამაკაცმა განაცხადა: “მობილურს ავიღებ, კარგი?”, ტელეფონის ნაცვლად, მან ჩანთიდან დანა ამოიღო და პარლამენტის წევრს გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. ინციდენტის შედეგად პარლამენტის წევრი და მისი თანაშემწეები დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰვან ჰოს ოპერაცია ჩაუტარდება, მაგრამ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. პოლიტიკოსმა თავდასხმის დღეს ჰონგ კონგის ისტორიაში ”შავი დღე” უწოდა. იგი ირწმუნება, რომ ამ გზით ხელისუფლების მომხრე პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობენ. ჰონგ კონგის მთავრობის სპიკერმა თავდასხმა დაგმო და დასძინა, რომ სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. პოლიცია ინციდენტს იძიებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად