ჰონგ კონგში მოქალაქეებს, სოციალური დახმარების სახით ერთჯერადად 1 200 აშშ დოლარს გადაუხდიან

ჰონგ კონგის ხელისუფლება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, მოქალაქეებს ერთჯერადად, სოციალური დახმარების სახით 10 000 ჰონგ კონგურ დოლარს, ანუ 1 200 აშშ დოლარს დაურიგებს. ამის შესახებ ჰონგ კონგის ფინანსთა მინისტრმა პოლ ჩანმა განაცხადა.

დახმარებას მხოლოდ მუდმივი მაცხოვრებლები მიიღებენ, რომელთა ასაკიც 18-დან იწყება. მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომის მიღებამ, ადგილობრივი მოხმარებისა და ეკონომიკის სტიმულირება უნდა მოახდინოს.

აღნიშნული ზომები, მრავალთვიანი საპროტესტო აქციებისა და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჰონგ კონგის ხელისუფლებამ, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით მიიღო.

2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, ჰონგ კონგში, ექსტრადიციის კანონის მირენის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, ჰონგ კონგს ექნებოდა უფლება, რომ ეჭვმიტანილი პირი გადაეცა ჩინეთისთვის, ტაივანისთვის და მაკაოსთვის. სექტემბერში კი, საპროტესტო აქციების გამო, ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი უკან გამოიხმო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად