ჰონგ კონგში მომხდარ ხანძარს მინიმუმ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩნდა ჰონგ კონგში, საცხოვრებელ კორპუსში. ამის შესახებ South China Morning Post იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგი მათგანი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდა.

მეხანძრეებმა ხანძრის კონტროლი მოახერხეს შემთხვევის ადგილზე მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ. ხანძარი ორი საათის განმავლობაში მთლიანად ჩააქრეს.

South China Morning Post აღნიშნავს, რომ ხანძარი ყველაზე მომაკვდინებელი გახდა ჩინეთის ამ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად