ჰონგ კონგში მიმდინარე არეულობების გამო, Google-მა YouTube-ის 210 არხი დაბლოკა

კომპანიამ Google, თავის ვიდეო სერვის YouTube-ზე 210 არხი დაბლოკა. აღნიშნული არხები ინტერნეტში ტვირთავდნენ ჰონგ კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ვიდეოებს, რაც გახდა მათი დაბლოკვის მიზეზი. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

Google-ის მოსაზრებით, ამგვარად შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია.

„დაბლოკილი არხები იყენებდნენ VPN-ს და სხვა პროგრამებს, რომლებიც ფარავს საკუთარ რეალურ ადგილმდებარეობას, ისინი ახორციელებდნენ კოორდინირებულ ქმედებებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს. დემონსტრანტები გამოდიან ექსტრადიციის შესახებ კანონის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონის მიხედვით, შესაძლებელი ხდება ეჭვმიტანილთა ჩინეთისთვის გადაცემა.

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია 12 ივნისს გაიმართა, ხოლო 4 დღის შემდეგ ქუჩაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები აინც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ კონგის ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის განხილვა გადაავადა. 18 აგვისტოს რიგით მე-11-ე საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მასში მონაწილეობას 1,7 მილიონი დემონსტრანტი იღებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...