ჰონგ-კონგში არეულობა გრძელდება

პარასკევს, ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მასიური პიკეტირება დაიწყეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად დაჭრილი სტუდენტი გარდაიცვალა.

გასულ შაბათ-კვირას, ახალგაზრდა მამაკაცი ავტოსადგომზე მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. ის პარასკევს საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომიტინგეებს  “ბანდიტები” უწოდეს. მათი შეფასებით, აქციის მონაწილეების ქმედებები “არა მხოლოდ სერიოზული დანაშაული, არამედ სუფთა სახის ძალადობაა”.

“ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს იმ ზომებს, რომელსაც ჰონგ კონგის ადმინისტრაცია ძალადობის შესაჩერებლად და ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით იღებს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ჰან ჩჟემ წინა დღეს.

ჰონგ კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები დაახლოებით ხუთი თვეა მიმდინარეობს. ამის მიზეზი ქალაქის ხელისუფლების განზრახვაა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონი შეცვცალოს. ჰონ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად