ჰონგ-კონგში აქციის მონაწილემ სამართალდამცველი დაჭრა

ჰონგ-კონგში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილემ სამართალდამცველი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

ინციდენტი კუნიტჰონის მხარეში მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ, ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კვირას, ჰონგ-კონგში არეულობა გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიები და ბანკის ოფისები დაარბიეს. გარდა ამისა, მომიტინგეებმა პოლიციელების ავტომობილებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით არეულობებში გადაიზარდა. დროთა განმავლობაში, აქტივისტების მოთხოვნების სია გაფართოვდა. კერძოდ, ამჟამად ისინი ხელისუფლების პოლიტიკის ძირეულ შეცვლას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად