ჰონგ კონგში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა

ჰონგ კონგში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, პირველად, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ჰონგ კონგში დღის მეორე ნახევარში საპროტესტო აქციები გაგრძელდა. ქალაქის ცენტრში გამართულ მიტინგზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ოჯახები, რომლებიც აქციაზე ბავშვებთან ერთად მივიდნენ. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენება შეწყდეს.

შაბათს, სკოლის მოსწავლეებმა და პენსიონერებმა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ჰონგ კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის ივნისიდან მიმდინარეობს. აქციები ექსტრადიციის შესახებ კანონს უკავშირდება. მოგვიანებით, შესაბამისი კანონი გაუქმდა, მაგრამ აქციები არ დასრულებულა, მომიტინგეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საყოველთაო საარჩევნო უფლების მიღებას და პეკინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კერი ლამის გადადგომას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად