ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა

ჰონგ-კონგში ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა,” – წერს სააგენტო.
აქტივისტებმა ქალაქის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართეს. სამართალდამცავებმა აეროპორტთან რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რის შედეგადაც ადამიანებს ძლიერი ცრემლდენა დაეწყოთ.
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია.
თავდაპირველად, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ექსტრადიციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, 2019 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციები პერიოდულად მეტ-ნაკლები აქტიურობით ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად