ჰონგ-კონგში, აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს

ჰონგ-კონგში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში იყვნენ შეკრებილები. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები ახალგაზრდას თავს დაესხნენ. ჩინური გამოცემა Global Times- ი იტყობინება, რომ ის მათი კორესპოდენტია. დემონსტრანტებმა მის ზურგჩანთაში მაისური იპოვეს, წარწერით: “მე მიყვარს ჰონგ კონგის პოლიცია”.
აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა სცემეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გონება დაკარგა.

South China Morning Post-ის ცნობით, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი ჩინეთის აგენტი იყო და ფარულად მუშაობდა. მომიტინგეებმა პოლიციის ავტომობილის საქარე მინები დააზიანეს.
როგორც Associated Press- ი იტყობინება, მოგვიანებით, მომიტინგეებისა და პოლიციელების უმეტესობამ აეროპორტის შენობა დატოვა.
მომიტინგეებმა აეროპორტის შენობა 12 აგვისტოს დაიკავეს. ამის შემდეგ, ფრენები ორშაბათს, დღის ბოლომდე ბოლომდე გაუქმდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეები მგზავრების რეგისტრაციასა და შემოწმებას ხელს უშლიდნენ. მეორე დღეს სიტუაცია განმეორდა. ყველა მგზავრს აეროპორტის შენობის დატოვება ურჩიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად