ჰონგ-კონგის საავადმყოფოში აფეთქება მოხდა

ჰონგ-კონგის საავადმყოფოში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

აფეთქება სამედიცინო ცენტრ Caritas-ში 27 იანვრის ღამეს მოხდა. სამედიცინო ცენტრიდან მაშველებმა დაახლოებით 20 პაციენტის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები იპოვნეს, რომელის დამზადებულიო იყო ბოთლისგან და შიგნით იყო ელემენტები და ელექტრო გაყვანილობა.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, სასწრაფო დახმარების განყოფილების თანამშრომლებმა გაიგონეს ხმამაღალი ხმები ტუალეტიდან, რის შემდეგაც მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ კაბინაში აფეთქება მოხდა.

„ჩვენ ვგმობთ ამ დაგეგმილ ქმედებებს, რამაც ზიანი მიაყენა ცენტრს და საფრთხის ქვეშ დააყენა პაციენტების უსაფრთხოება“, – აცხადებს ცენტრის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად