ჰონგ კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გამოიყენა

ორშაბათს, ჰონგ კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გამოიყენა,-ინფორმაციას რადიო RTHK ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი დემონსტრანტი დაშავდა.

ამასთან, მეტროს ხაზებზე მუშაობა ორშაბათს, დილით დროებით შეწყდა. სადგურებსა და სავაჭრო ცენტრებთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

მომიტინგეებმა ფინანსურ ცენტრთან გზების გადაკეტვის მიზნით, ბარიკადები აღმართეს.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ჰონგ კონგში, დაახლოებით ხუთი თვეა, საპროტესტო აქცია გრძელდება. მოსახლეობა ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგება. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამ ცვლილებების მიღება გადაიდო, შემდეგ კი საკითხის განხილვა გაუქმდა, მაგრამ აქციები მაინც გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად