ჰონგ-კონგის მეტროში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ჰონგ-კონგის მეტროში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა,-ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მეტროსადგურის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

უბედური შემთხვევის დროს ორივე მატარებელი ცარიელი იყო. ინციდენტის შედეგად მატარებლის მემანქანეები დაშავდნენ, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმ ადგილზე მოძრაობა, სადაც შეჯახება მოხდა, მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.
აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ცენტრის მეტროში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ქაოსი გამოიწვია, მილიონობით ადამიანმა ჰონგ-კონგის გარეუბანში სამსახურში წასვლა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...