ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი: ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ

“ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებისა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა,” – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ.

“მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო საქართველოს ეკონომიკური სისტემა. ჰონგ კონგი და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სამართლებრივი სისტემა, საგადასახადო სისტემა, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, დიდი ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ. საქართველო უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰონგ კონგთან და ასევე ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე,” – განაცხადა რეგინა აიპმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ინიციატივის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...