ჰოლანდიაში კომენდანტის საათი 3 მარტამდე გახანგრძლივდა

ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნაში კომენდანტის საათის 3 მარტის დილამდე გახანგრძლივების შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი ფერდინანდ გრაპერჰაუსი აცხადებს.

“გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გარშემო ბევრი გაუგებრობაა”, – თქვა მან. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, გაუგებარია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ, ქვეყანაში უფრო ინფექციური ბრიტანული შტამის გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნა მინისტრმა.

თავის მხრივ, ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ გადაწყვეტილებას და ვერ ხედავენ პრობლემებს ამ შეზღუდვის მონიტორინგის მხრივ.

“საკმაოდ ბევრი ადამიანი დააჯარიმეს – დაახლოებით 7 ათასი ადამიანი გასულ კვირას, თუმცა, ბევრი მოქალაქე მაინც იცავს წესს, ან თან აქვს საჭირო საბუთები. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა 95 ევროა.” – აცხადებენ სამართალდამცავები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...