ჰოლანდიამ შესაძლო საფრთხის გამო, ერაყში სამხედრო მისია შეაჩერა

ჰოლანდიელმა სამხედროებმა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში შესაძლო საფრთხის გამო, სამხედროების მომსახურეების გადასამზადებელ მისიაში მონაწილეობა შეაჩერეს. ინფორმაციას გამოცემა De Telegraph-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰოლანდიელი სამხედროები ქურთ ამბოხებულებს ამზადებდნენ, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდნენ. ებრილში 50-მდე ჰოლანდიელი ინსტრუქტორი მუშაობდა. ისინი ასევე ბაღდადში ერაყელ სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიდნენ.
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო შესაძლო საფრთხეზე არ საუბრობს, თუმცა მედიის ცნობით, თეირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, პრო-ირანული ძალების მხრიდან შეტევების საფრთხე შესაძლოა გაიზარდოს.
14 მაისს, ირანთან კონფლიქტის რისკის გამო, გერმანელმა სამხედროებმა ადგილობრივი ჯარისკაცების მომზადება დაასრულეს. გამოცემა The Bild-ის ცნობით, ერაყში ბუნდსერვერის დაახლოებით 160 ჯარისკაცი იყო დისლოცირებული.

მარტის დასაწყისში ჰოლანდიასა და ირანს შორის დიპლომატიური კონფლიქტი გამწვავდა. თეირანმა ჰოლანდიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დატოვება აიძულა. აღნიშნულის შემდეგ, ჰოლანდიამ ირანის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...