ჰიტროუს აეროპორტში დაშვებისას, თვიმფრინავიდან შასის გახსნისას, მგზავრი გადავარდა

კვირას 15 საათსა და 41 წუთზე, ლონდონის სამხრეთით, ლემბეტის კლეპხემის რაიონში მცხოვრები თავის ბაღში ზეციდან ადამიანის “დაშვების” თვითმხილველი გახდა. 

გაოცებულ-შეძრწუნებულმა ბაღის პატრონმა პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ივარაუდა, რომ ბაღში ჰიტროუს აეროპორტში იმ დროს დაშვებული Kenya Airways-ის თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი მგზავრის გვამი იყო.

თვითმფრინავის დათვალიერებისას უკანა მარცხენა შასის ნაკვეთურში ჩანთა საჭმელით და ტანსაცმლით აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ნაირობიდან ლონდონში თვითმფრინავის გამოფრენისას ნაკვეთურში უბილეთი მგზავრი დაიმალა , რომელიც თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების წინ შასის ნაკვეთურის გახსნისას გადავარდა.

ავიაკომპანიამ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ თანამშრომლობს ბრიტანეთის და კენიის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. გარდაცვლის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად