ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან ზუსტად 75 წელი გავიდა

75 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს.

1945 წლის 26 ივლისს იაპონიის იმპერიის წარმომადგენლებს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ  ან უპირობოდ უნდა დანებებულიყვნენ ან სწრაფ და სრული განადგურებას დამორჩილებოდნენ. ეს იყო პოტსდამის დეკლარაცია.

სწრაფი და სრული განადგურება – ამ ფრაზის მნიშვნელობა მაშინ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, აშშ კი საიდუმლოდ ინახავდა იმ ფაქტს, რომ სულ ცოტა ხნის წინ  ბირთვული მოწყობილობა, კოდით “Trinity”  წარმატებით გამოცადა.

თერთმეტი დღის შემდეგ, 6 აგვისტოს შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების  ბომბდამშენმა ბ-29-მ ჰიროშიმაში თხუთმეტი კილოტონური სიმძლავრის ატომური ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც მომენტალურად დაიღუპა 70 000 ადამიანი – უმეტესად სამოქალაქო პირები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად