ჰილარი კლინტონმა იუმორისტულ სერიალში საკუთარი ”ორეული” ითამაშა

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იუმორისტულ სერიალ “მერფი ბრაუნის” ერთ-ერთ ეპიზოდში ითამაშა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Variety ავრცელებს.

კლინტონმა საკუთარი”ორეული” ითამაშა. კერძოდ, ერთ-ერთი ქალის სახელით, რომელსაც ჰილარი კლინტონი ჰქვია.
საუბრისას ჰილარი ლინტონი აცხადებს, რომ “ერთ-ერთ ორგანიზაციაში მდივნად ოთხი წელი მუშაობდა და იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ელ.ფოსტას”.
სერიალი Murphy Brown-ი CBS-ზე 1988-1998 წლებში გადიოდა, ათი წლის განმავლობაში ათი სეზონი გამოვიდა. წელს, სერიალი კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად