ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოხსენებას მოუსმენენ.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა მითითებული, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენება „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციას შეეხება.

„საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 16 თებერვლის სხდომაზე განიხილა საკითხი – საქართველოს 10 135 მოქალაქის (დ. დვალიშვილი, ვ. გოლეთიანი) მიერ წარმოდგენილი პეტიცია რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. საკითხზე გამართული მსჯელობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიცია საპასუხოდ გადაეგზავნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...