ჰერმეტული სათვალე, ნიღაბი და რეზინის ხელთათმანი – როგორი მომსახურება იქნება სალონებში (ვიდეო)

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ეკონომიკური საქმიანო აეკრძალა სილამაზის სალონის ბიზნეს. მაგრამ, მთავრობამ უკვე წარმოადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური VI ეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვით სალონის ბიზნესს, მხოლოდ მე-6 ეტაპზე, დაახლოებით 2020 წლის 8 ივნისს შეეძლება ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება. თუმცა მკაცრი რეგულაციების დაცვით.

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამუნა შარაშენიძე ამბობს, რომ სილამაზის სალონებთან დაკავშირებით რეგულაციები გადასახედია.

“დღეს 100%-იანად ვერავინ იტყვის ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაძვირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ნიუანსია, რეკომენდაციები, რაც დამატებით ხარაჯებს მოითხოვს, შესაბამისად გაძვირდება. თუმცა, ჩვენთან სალონური მომსახურეობები ისეთი ძვირი არ არის, როგოც ევროპაში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ, ჩვენს მომხმარებელს გარკვეული გაძვირება ელის სალონურ სფეროში.

როგორც ფედერაციის წარმომადგენელს დიდი სურვილი მაქვს გადაიხედოს ზოგიერთო პუნქტი, უანგაროდ ჩავერთვები და გარკვეულ რეკომენდაციებს მივცემ.
მართლა გადასახედია, კვადრატულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სად 10 კვადრატულზე განთავსებული სალონი და სად 200 კვადრატულზე განთავსებული სალონი. რადგან ყველას თავისი ფინანსური ვალდებულებები აქვს. შესაბამისად იქ თუ დასაქმებულთა ერთიდაიგივე რაოდენობა იქნა დაშვებული, ფიზიკურად ვერ აუვა ასეთი ბიზნესები გადასახადებს. ამიტომ, კარგი იქნება გადაიხედოს სხვადასხვა პუნქტები.
მე დღეს ვესაუბრე იმ სექტორის წარმომადგენლებს რომლები კურირებენ ვიზაჟს, მასაჟს, ბარბერს – მაგალითად, გვითხრეს, რომ მომხამარებელს არ გაიკეთებს ნიღაბს, მაგრამ ნიღაბი და ფარი აუცილებლად უნდა გაიკეთოს ხელოსანს. მომსახურების შემდეგ, იგი თავად მოუვლის თავს, ჰიგიენის და დეზინფექციის კუთხით.
რაც შეეხება მანიკურსა და პედიკურს, აქ ყველაზე მარტივად არის საქმე. მანიკურის სპეციალისტები ისედაც ხელთათმანებით და ნიღბით მუშაობდნენ, აქ ვსაუბრობ იმ სალონებზე რომლებიც იცავდნენ ამ რეგულაციებს, რომელსაც კანონი ავალდებულებს. ეს რეგულაციები ნორმალურ სალონებში დაცულია.
მითხრეს, რომ სპეციალისტებს დასჭირდება ფარები. მაგრამ ეს ფარები სპეციალისტებს დაეორთქლება, მე ვთხოვე, რომ შეეცვალათ ფარები ჰერმეტული სათვალეებით, რაც დაუშვეს. ხოლო მომხმარებელს მხოლოდ ნიღაბს გაიკეთებს და ხელები შიშველი ექნებათ’ – განაცხადა თამუნა შარაშენიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად