ჰერალდიკის საბჭომ მარო მაყაშვილის მედალი შექმნა

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მარო მაყაშვილის მედალი შექმნა.

„95 წლის წინ საქართველოს ოკუპაციამ განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობის 70 წლიანი წყვეტა, რამაც შეუძლებელი გახადა საბჭოთა პერიოდში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, 1921 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელმწიფოებრივი დაფასება. მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა, მათი მაგალითების თვალსაჩინოდ ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისიწნებით, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში შეიქმნა მარო მაყაშვილის მედალი, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირი ქალის უკვდავსაყოფად, რომ ქვეყნის სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებისათვის არსებობდეს ღირსებისა და პატივის საზომი.
19 თებერვალს დაცემული გმირი ქალის სახელობის მედლის ავერსზე გამოსახულია ია, გაზაფხულის პირველი ყვავილი, სიცოცხლის სიკვდილზე, გამარჯვების სიმბოლო“, – აცხადებენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად