ჰელსინკის თეატრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ჰელსინკში, ქალაქის თეატრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია თავის Twitter-ის გვერდზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მოხდა ოთახში, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.

დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი გაზეთი თეატრის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქება შენობის ახალ ნაწილში მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად