ჰელსინკის აეროპორტში ძაღლებისთვის ორი საპირფარეშო ამოქმედდა

ჰელსინკის აეროპორტში ძაღლებისთვის ორი საპირფარეშო ამოქმედდა; ყოველწლიურად აეროპორტით 10 ათასზე მეტი ძაღლი მოგზაურობს,- ინფორმაციას ფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანია ავრცელებს.

”ერთ-ერთი საპირფარეშო აეროპორტის იმ ნაწილთან მდებარეობს, საიდანაც თვითმფრინავები რეისებს შენგენის ზონაში ახორციელებენ. მეორე საპირფარეშო კი, ქუჩის მოპირდაპირედ, T2 ტერმინალის წინაა განთავსებული”, -იუწყება ფინეთის სამაუწყებლო კომპანია.

ძაღლების საპირფარეშოში საშხაპე ოთახის გარდა, ასევე მწვანე ხელოვნური ბალახია.

“გვინდა, რომ ძაღლებთან ერთად მოგზაურობა მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს. როდესაც შინაური ცხოველი მშვიდად იქნება, მეპატრონეებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ”,-ციტირებს ადგილობრივი მედია კომპანია Finavia– ს სამგზავრო საკითხებში მომსახურების მენეჯერის, ჰანა ჰიამიალიანის სიტყვებს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად