ჰეიგმა იაპონიის მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნები შეარჩია- მამუკა გორგოძე ნაკრებშია

ჰეიგმა იაპონიაში მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად ბორჯღალოსანთა ნაკრების შემადგენლობა შეარჩია

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 ბორჯღალოსანი დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

დადასტურდა წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაკრებში დაბრუნდა მამუკა გორგოძე. მან ტრავმირებული გიორგი ცუცქირიძე შეცვალა. მამუკა გორგაძე მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიო თასზე.

ასევე მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიო თასზე ცენტურიონი, 115 კეპის მქონე დავით კაჭარავა. მესამედ ითამაშებენ მსოფლიო თასზე ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი.

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე ‘ნათლობას’ მიიღებს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან “მარიფილდზე” დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

უკანა ხაზი (14 ბექი)

სანდრო თოდუა
სოსო მათიაშვილი
მირიან მოდებაძე
ზურაბ ძნელაძე
დავით კაჭარავა
მერაბ შარიქაძე
თამაზ მჭედლიძე
გიორგი კვესელაძე
ლაშა მალაღურაძე
ლაშა ხმალაძე
თედო აბჟანდაძე
გიორგი ბეგაძე
ვასილ ლობჟანიძე
გელა აფრასიძე

შერკინება (17 ფორვარდი)

მიხეილ ნარიაშვილი
გურამ გოგიჩაშვილი
შალვა მამუკაშვილი
ჯაბა ბრეგვაძე
ვანო კარკაძე
ლევან ჩილაჩავა
გიორგი მელიქიძე
ბექა გიგაშვილი
გიორგი ნემსაძე
შალვა სუთიაშვილი
მამუკა გორგოძე
კოტე მიქაუტაძე
გიორგი თხილაიშვილი
ლაშა ლომიძე
ოთარ გიორგაძე
ბექა გორგაძე
ბექა საღინაძე

მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...