ჰავაის შტატში, სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა

ჰავაის შტატში, კვირას, დილით მომხდარი სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ერთ-ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ინციდენტი, სავარაუდოდ, მაშინ დაიწყო, როდესაც ეჭვმიტანილი სახლიდან გაასახლეს, რის საპასუხოდ, მან საკუთარი სახლის მეპატრონე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილმა პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მოგვიანებით, მან სახლს ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მინიმუმ ოთხი სახლი განადგურდა.

ქალაქის მერმა კირკ კოლდუელმა მომხდარს სახელმწიფოს უპრეცედენტო ტრაგედია უწოდა.

”ეს უპრეცედენტო ტრაგედიაა არა მხოლოდ ქალაქ ჰონოლულუსა და ქვეყნისთვის, არამედ ჰავაიის მთელი შტატისთვის. მსურს ღრმა მწუხარება გამოვუცხადო ორივე ოფიცრის ოჯახსა და მეგობრებს, ასევე პოლიციის მთელ განყოფილებას,” – განაცხადა მან.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად