ჰაცუ ბაშოზე დაიეშოს ვერ აჩერებენ, ტაკეკეიშოს კი მოგების გემო დაავიწყდა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-4 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინმა შოტა ენდო დამარცხა და 4 დღის შემდეგ თანაბარ ბალანსზე გავიდა.

მიჯრით სამი ოძეკის დამარცხების შემდეგ დაიეშომ დღეს კომუსუბი მიტაკეუმი დაამარცხა და 4 გამარჯვება აქვს 4 დღის შემდეგ. მიტაკეუმს 2 გამარჯვება აქვს.

ასანოიამამ, რომელიც ხვალ ტოჩინოშინს ხვდება, ონოშოს პირველი მარცხი აგემა. ასანოიამამ ჰაცუ ბაშოზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

შოდაისთან ორთაბრძოლაში ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა კოტოშოჰომ. შოდაის 3 გამარჯვება აქვს.

ოძეკი ტაკაკეიშო ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და იმპერატორის თასი ზედიზედ მეორედ მოგება და იოკოძუნად მისი კურთხევა პრაქტიკულად გამოირიცხა. ტაკაკეიშოს მარცხი ტაკარაფუჯიმ აწვნია. მან ჰაცუ ბაშოზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად