ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-8 დღის შეხვედრები გაიმართა.
ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დამარცხდა მაკე კოშის (უარყოფითი ბალანსის) გაფორმებამდე მხოლოდ 2 დამარცხება აშორებს. ამჟამად მისი ბალანსია 2:6-თან.
დაიეშომ კაგაიაკი დამარცხა, 8 დღის შემდეგ 8 გამარჯვება აქვს და უახლოეს მდევრებს 2 მოგებით უსწრებს.
შოდაიმ, რომელიც დღემდე დაიეშოს ერთი მოგებით ჩამორჩებოდა, დღეს მარცხი განიცადა შეუპოვრად მებრძოლ მიტაკეუმთან შეხვედრაში და ბალანსი 6:2-თან გაუხდა.
ხვალ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა მეისეის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში წინ მეისეია – 3:1. ჰაცუ ბაშოზე მასი ბალანსი კი 6:2-თანაა.