ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგაძე ტაკაკეიშოსთან დამარცხდა (ვიდეო)
ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-7 დღის შეხვედრები გაიმართა.
ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და 7 დღის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს 5 მარცხის წილ.
კვლავ გაიმარჯვა დაიეშომ. ამჯერად მან სეკივაკე ტაკანაშო დაამარცხა. დაიეშოს 7 გამარჯვება აქვს. ტაკანოშოს 4 გამარჯვება აქვს.
მეექვსე გამარჯვება მოიპოვა შოდაიმ. მან ონოშო დაამარცხა. ონბოშოს 4 გამარჯვება აქვს.
ხვალ ტოჩინოშინი ტაკანოშოს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში წინ ტაკანოშოა – 2:1.