ჰარვი ვაინშტაინი, განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც 11 მარტს, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურებისთვის 23 წელი მიუსაჯეს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 67 წლის ჰარვი ვაინშტაინმა გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო, იგი ამ დროს ნიუ-იორკის კუნძულ რაიკერსის ციხეში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, გამოსასწორებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ იგი მანჰეტენის საავადმყოფოში გადაეყვანათ.

ექიმები შეაფასებენ ვაინშტაინის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დიდი ალბათობით იგი საავადმყოფოში ერთ ღამეს გაატარებს. როგორც CNN-ი, წერს, ეს მისი ჰოსპიტალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის, მას გულის და წელის პრობლემები აქვს.

ვაინშტაინს 23 წელი სექსუალური შევიწროებისა და მესამე ხარისხის გაუპატიურებაში. მოსამართლემ მაქსიმალური ვადა ორი წლით შეამცირა.

სკანდალი 2017 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობმა ვაინშტაინს ბრალი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში დასდო. მათ შორის, ვინც მას ბრალი დასდო არიან ანჯელინა ჯოლი, გვიტ ბელტროუ, ეშლი ჯადი, უმა თურმანი. მთლიანობაში, ჰარვი ვაინშტაინს 80 ქალი ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად