ჰარვი ვაინშტაინი Covid-19-სგან განიკურნა

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროებისათვის 23 წელიწადი მიუსაჯეს, Covid-19-სგან განიკურნა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა.

“იგი უკვე გამოუშვეს სამედიცინო იზოლატორიდან”, – აცხადებს წარმომადგენელი.

მისი თქმით, 68 წლის ვაინშტაინს, სიმპტომები არ გამოუვლინდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაინშტაინს ახალი კორონავირუსი ჰქონდა, 23 მარტს გახდა ცნობილი. დადებითი პასუხი Covid-19-ს ტესტზე დაადასტურეს ციხის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. ვაინშტაინი სასჯელს ნიუ-იორკის Wende-ს ციხეში იხდის სასჯელს.

11 მარტს, სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თებერვლის ბოლოს, ხუთ წაყენებული ბრალდებიდან იგი დამნაშავედ ორ მათგანში ცნეს. ბრალდებები ძირითადად დაფუძნებული იყო მირიამ ჰეილის და ჯესიკა მანის ჩვენებებზე. სასამართლო პროცესზე კი სხვა ქალებიც გამოვიდნენ, მათ შორის ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი და ეშლი ჯადი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად