„დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე და მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს.“- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

"უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი და იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრორუსია, არის ძალიან დიდი წუხილი, მაგრამ ასევე ვხედავთ რამხელა ინტერესი და ძალისხმევა იდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ქართველი ხალხის სურვილი - გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ ამაში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ