ჰარცელი: ვცდილობთ, ვიპოვოთ შეთანხმების მიღწევის გზები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის

ვცდილობთ, ვიპოვოთ შეთანხმების მიღწევის გზები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში “კურიერთან” საუბრისას გააკეთა.

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დიალოგს მხარეებს შორის დიპლომატიური კორპუსიც ელოდება, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

“როგორც იცით, ჩვენ ვართ ამ დიალოგში შუამავლები და ვცდილობთ ვიპოვოთ შეთანხმების მიღწევის გზები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სასარგებლო პროცესი საქართველოსთვის, რომ შედგეს შეთანხმება, რათა წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ღრმა პოლარიზების აღმოსაფხვრელად. მომავალი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივიდან, ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი და ძალისხმევა,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა. (თარგმანი “რუსთავი 2” )

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად