ჰარცელი: მივესალმები გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, იგი საახალწლოდ ოჯახს დაუბრუნდა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

“მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. იგი საახალწლოდ თავის ოჯახს დაუბრუნდა. ამავდროულად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას”, – წერს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად