ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოცემიდან 20 წელი გავიდა

1997 წლის 26 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჯოან როულინგის 7-ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიის პირველი ნაწილი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოიცა.

როგორც თავად მწერალი აღნიშნავს, წიგნში მოცემული ისტორია მან სიზმარში ნახა.

მან ხელნაწერი 1995 წელს დაასრულა, ძირითადად ედინბურგის კაფეებში წერდა.

ბევრი უარის შემდეგ, ხელნაწერი საბოლოოდ Bloomsbury-მა აიღო. პირველი ნაწილი სულ 500-იანი ტირაჟით გამოიცა.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მსოფლიო მასშტაბით, პირველი და მომდევნო 6 წიგნის 450 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...