ჰარი პოტერის 10 ჯადოსნური ადგილი, რომელიც პოტერჰედმა აუცილებლად უნდა ნახოს (ფოტორეპორტაჟი)

პოტერჰედებს, საბოლოოდ შეუძლიათ დაიძინონ გრიფინდორის საერთო ოთახის მსგავს საერთო საცხოვრებელში და დატკბნენ ხედით, რომელიც ჰარის ჰოგვარტსში ჰქონდა. ეს არის საუკეთესო ტურისტული ადგილი, სადაც ადამიანებს ჯადოქრობა შეუძლიათ.

10 ალნვიკის სასახლე

ალნივიკის სასახლე ინგლისის ოლქში, ნორთუმბერლენდში მდებარეობს და მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. ჰარი პოტერის ფილმებში, რამდენიმე სცენას სწორედ ამ სასახლეში იღებდნენ. მათ შორის, არის ქალბატონი ჰოოჩის ფრენის გაკვეთილები და სადაც ოლივერ ვუდმა, პირველად ასწავლა ჰარის ქვიდიჩის შესახებ. ალნვიკის სასახლე გთავაზობთ ტურებს, საგანმანათლებლო სემინარებსა და ცოცხების ტრენინგებსაც კი.

9 ჰარი პოტერის სამყარო Warner Bros სტუდიაში

ამ სტუდიაში შეგიძლიათ ჰარი პოტერის ნამდვილი რეკვიზიტები და კოსტიუმები ნახოთ. ასევე შესაძლებელია პლატფორმა 9 ¾ მოინახულოთ. ეს ადგილი ნებისმიერ გულშემატკივარს აგრძნობინებს, რომ ისინი ჰარი პოტერის რეალურ გადასაღებ მოედანზე არინ.

8 ჯადოქრების სამყარო

ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ორლანდოში, ფლორიდასა და ოსაკაში ფანებს შეუძლიათ კვლავ იგრძნონ თავი ჰარი პოტერის ოსტატთა სამყაროში. თქვენ შეგიძლიათ ისეირნოთ ჰაგრიდის მფრინავი მოტოციკლეტით, დაათვალიეროთ მაგიური არსებები და იყიდოთ ჯადოსნური ჯოხი. თემატური მაღაზიებით, საჭმელებით, გასეირნებებით და მრავალი სხვა რამით, ჰარი პოტერის ჯადოქრების სამყარო, არის საუკეთესო გამოცდილება, იმისა, რომ თავი ჯადოქრად იგრძნოთ.

7 სპილოების სახლი

სპილოების სახლი არის ედინბურგის ერთ-ერთი საუკეთესო ჩაისა და ყავის სახლი, მაგრამ პოტერჰედმა უნდა იცოდეს, რომ ჯ.კ როულინგი საათობით წერდა ჰარი პოტერის წიგნებს ამ კაფეში. გულშემატკივრებს შეუძლიათ უგემრიელესი სასმელების დაგემოვნება, იმავე ყავის სახლში, სადაც მაგიური ისტორია შეიქმნა. ასევე არ დაგავიწყდეთ მარკერის წაღება და აბაზანის კედლებს თქვენი სამახსოვრო წარწერები შემატეთ.

6 ლონდონის ზოოპარკი

ლონდონის ზოოპარკი უძველესი სამეცნიერო ზოოპარკია. ათასობით ცხოველი არის სანახავი, მაგრამ პოტერჰედი წასვლის წინ უნდა დარწმუნდეს, რომ ქვეწარმავლების სახლი მოინახულოს. ამ ადგილას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ სად გადაიღეს ცნობილი სცენა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, სადაც ჰარი ბირმულ პითონს ელაპარაკება და ათავისუფლებს ზოოპარკიდან.

5 მელინიუმის ხიდი

ლონდონის მელინიუმის ხიდი, არის ფოლადის დაკიდებული ხიდი, ფეხით მოსიარულეთათვის, მდინარე ტემზაზე. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“-ში სიკვდილის მხვრელებმა გაანადგურეს ეს ხიდი, მაგრამ არ ინერვიულოთ, ჯერ კიდევ დგას ეს ხიდი თაყვანისმცემლებისთვის.

4 კინგს კროსის სადგური

დიახ. კინგს კროსის სადგური ნამდვილად არსებობს და ეს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული რკინიგზის სადგურია გაერთიანებულ სამეფოში. ეს სადგური ასევე გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობას, გადაიღოთ ფოტოსურათი, ცნობილი ბარგის ეტლთან. გზაში შეგხვდებათ, ჰარი პოტერის მაღაზია, სადაც საინტერესო ნივთების შეძენა შეგიძლიათ.

3 იაკობიტის ორთქლის მატარებელი

მატარებელი ფორტ უილიამიდან მალაგისკენ მიემართება. ეს ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა ჰოგვორტსის ექსპრესის სცენებიდან, სადაც რონი და ჰარი მფრინავი მანქანით მიფრინავდნენ ჰოგვორტსში.

2 სასტუმრო ჯორჯიანი

ლონდონში სასტუმრო ჯორჯიანი, გთავაზობთ ჯადოსნურ ინტერიერს. დარჩით მაგიური თემატიკის ოთხებში, რომლებიც იდუმალ და გოთურ შეგრძნებებს იწვევს, ვიტრაჟებით, ჩემოდნებით და ქვაბებით. სასტუმრო ასევე გთავაზობთ,  გასეირნებას ლონდონის ატრაქციონებზე.

1 ჩოჩას ციხე

პოტერჰედი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტ გამოცდილებას, უნდა გაეცნოს ჩოჩას ციხეს პოლონეთში. ჯადოქრების კოლეჯის წყალობით, ფანებს შეუძლიათ სამი დღე გაატარონ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც დაესწრებიან ჯადოსნურ კლასებს და იცხოვრებენ ნამდვილ ციხის დარბაზებში.

ამის შესახებ ინფორმაციას Screen rant აქვეყნებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...