ჰანს კლუგე: თუ ასე გაგრძელდა, მარტამდე 500 000 ადამიანი დაიღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო შეშფოთებულია, – ამის შესახებ ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

BBC-სთან საუბარში, კლუგე აცხადებს, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე, თუ დაინფიცირების ზრდა ამ ტეპით გაგრძელდა და ქვეყნებში რეგულაციები არ დაწესდა, მარტამდე ვირუსს კიდევ 500 000 ადამიანი შეეწირება.

კლუგემ ევროპაში ვირუსის გავრცელების მიზეზად ზამთრის სეზონი, დელტა ვარიანტის გავრცელება და ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპი დაასახელა. მისი თქმით, ინფიცირების შესამცირებლად პირველ რიგში ნიღბების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა იქნება საჭირო.

გარდა ამისა, მისი თქმით სავალდებულო ვაქცინაცია ვირუსით ინფიცირების შესამცირებლად უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, თუმცა აუცილებელია ამ საკითხზე დროულად გაიმართოს სამართლებრივი და სოციალური დებატები.

კლუგეს აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდება, ეს არა პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები
იტვირთება...