ჰამასმა თელ-ავივზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

Პალესტინური მხარის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზას სექტორში განხორციელებული შეტევების საპასუხოდ, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების მძიმე დაზიანება მოჰყვა, თელ ავივის მიმართულებით 130 ერთეული საჰაერო ტიპის რაკეტა გაუშვეს.

ბოლო კვირის განვმალობაში, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მხრიდან უკვე 400 რაკეტა გაუშვეს ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, უკანასკნელი რამდენიმე საათის განვალობაში კი, ისრაელის თავდაცვის ძალებს უკვე აქტიურად უწევს ქალქის თავზე მფრინავი პალესტინური რაკეტების განეიტრალება.

ჰამასმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ასხელონის მიმართულებით უკვე გაგზავნილი ჰქონდა 137 საჰაერო ჭურვი. ისრაელის მხარის მონაცემებით 95 მოქალქემ ოფიციალურად მიმართა ჰოსპიტალურ კლინიკებს, თავდასხმის შედეგად გამოწვეული მძიმე დაზიანებების გამო.

Ნახსენები თავდასხმის შემდგომ, ჰამასის ლიდერები სულ უფრო ხშირად იმეორებდნენ, რომ ისრაელს მომავალ რამდენიმე დღეში ბევრი ასეთი “სიურპრიზი” ელოდა… როგორც ჩანს, აღნიშნულ მოულოდნელობაში პალესტინელები სწორედ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმას გულისხმობდნენ.

კონფლიქტის უშუალო ესკალაცია უკავშირდება იერუსალიმის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ პალესტინელ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ საცხოვრებელი სახლების დატოვება.

კომენტარები
იტვირთება...