ჰაკერებმა მასკის, ბეზოსის, გეითსის აქაუნთები გატეხეს და თაღლითური ტვიტებით ქსელის მომხმარებლების ბიტკოინები მიითვისეს

ჰაკერებმა 50-მდე ცნობილი პიროვნების და მსხვილი კომპანიის ტვიტერ-აქაუნთები გატეხეს და თაღლითური ტვიტების განთავსებით ასეულობით ადამიანის ბიტკოინის მითვისება მოახერხეს.

ჰაკერებმა ელონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, უორენ ბაფეტის, ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, მაიკ ბლუმბერგის, კანიე უესტის, კიმ კარდაშიანის და სხვა ცნობილი პიროვნებების და აგრეთვე Uber и Apple კომპანიების ტვიტერ-აქუნთები გატეხეს, მათი სახელით ტვიტები განათავსეს ქსელის მომხმარებლების ბიტკოინები თაღლითური გზით მიითვისეს.
 
“მე გავაორმაგებ ჩემ მისამართზე გადმოგზავნილ ყველა ბიტკოინ გადახდას. თქვენ აგზავნით $1000, მე კი გამოგიგზავნით $2000!

მოუყევით თქვენ ოჯახს და მეგობრებს! მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში!”,- დაწერა ელონ მასკმა და მალე მსგავსი ტვიტები გაჩნდა ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის, ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, Apple-ს, Uber-ი და სხვა აქაუნთებზე.

 
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ტვიტები გამოჩნდა. ტვიტერმა განაცხადა, რომ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
 
წინასწარი მონაცემები, ყალბ ტვიტებში მითითებული ბიტკოინ-აქუნთი ოთხშაბათსაა შექმნილი, დღის ბოლოს მას 12,9 ბიტკოინი ჰქონდა მიღებულ, რაც ამ დროისთვის დაახლოებით 114 000 დოლარის ექვივალენტია. რაღაც მომენტში დაახლოებით ნახევარი თანხა ბიტკოინებში მოხსნილი იქნა ანგარიშიდან.
 
ტვიტერის მომხმარებლებმა ტვიტების წაშლამდე მასკის და გეითსის ბიტკოინ-საფულეებზე 50 000დოლარი ექვივალენტი კრიპტოვალუის გადარიცხვა მოასწრეს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინციდენტმა ტვიტერის აქციების ფასის 4%-იანი ვარდნა გამოიწვია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად