ჰაკერებმა ლონდონის პოლიციის ელექტრონული ფოსტა და “ტვიტერი” გატეხეს

დიდი ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის (სკოტლანდ იარდის) ელექტრონული ფოსტის მისამართსა და მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე ჰაკერებმა იერიში მიიტანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კორპორაციის ცნობით, “უჩვეულო შეტყობინებები” პოლიციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მივიდა. გარდა ამისა, სკოტლანდ იარდის Twitter- ზე, რომელსაც 1.2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ასევე “უცნაური პოსტი” გამოჩნდა. კერძოდ, შეტყობინებებში აღნიშნული იყო მოწოდება, რომ ციხიდან რეპერი Digga D უნდა გათავისუფლდეს. ასევე ჰაკერებმა სამართალდამცველები უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს.

სკოტლანდ-იარდში ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ისინი სოციალური ქსელებისა და ფოსტისთვის სპეციალურ მომსახურებას იყენებენ, რაზეც ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს.
პოლიციამ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ ინციდენტის მიზეზებს დაადგენს.

ივნისის შუა რიცხვებში ჰაკერებმა რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის „ტვიტერის“ გვერდი გატეხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...