ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის ინფორმაცია განათავსეს

ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები განათავსეს. თავდაპირველად ინფორმაცია რადიოსადგურმა RBB TV გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით მონაცემების გაჟონვის ფაქტი გერმანიის მთავრობის სპიკერმა დაადასტურა.

მათ ინტერნეტში ტელეფონის ნომრები, პოლიტიკოსების მისამართები და პარტიების დოკუმენტებთან დაკავშირებული ბმულები გამოაქვეყნეს (მაგალითად, პარტიის კონგრესში მონაწილეთა სიები), მაგრამ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ზოგიერთი დოკუმენტი უფრო ფართოა –  ნომრები, პერსონალური კორესპონდენცია, საკრედიტო ბარათის მონაცემები, საბანკო ანგარიშის ნომრების ფრაგმენტები და სხვა. ზოგიერთი დოკუმენტი ძველია.

ჰაკერების ქმედებებით  გერმანიაში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა დაზარალდა, მათ შორის 400-ზე მეტი პარლამენტის წევრი. როგორც მედია აღნიშნავს, ჰაკერული შეტევა მხოლოდ პოპულისტურ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარმომადგენლებს არ შეხებიათ.

გერმანელი პოლიტიკოსების მონაცემების გარდა, ჰაკერებმა ტელეარხ ARD-სა და ZDF-ს ჟურნალისტების მონაცემებიც გამოაქვეყნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად