ჰაიტიზე გატაცებული 2 მისიონერი გაათავისუფლეს

აშშ-ში გატაცებული 17 მისიონერიდან ორი გათავისუფლებულია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამერიკული ორგანიზაცია Christian Aid Ministries ფაქტს ადასტურებს, თუმცა გათავისუფლებულების ვინაობას არ ასახელებს.

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს კუნძულ ჰაიტიზე ამერიკელი მისიონერების ჯგუფი გაიტაცეს. ისინი პორტ-ო -პრენსში ადგილობრივ თავშესაფარს სტუმრობდნენ. ჰაიტის უსაფრთხოების სამსახურში ეჭვობს, რომ თავდასხმისა და გატაცების უკან 400 მავოზოს სახელით ცნობილი დგილობრივი დაჯგუფება დგას. ჰაიტიზე გატაცებულ თითო მისიონერში მილიონ დოლარს ითხოვენ.

კომენტარები
იტვირთება...