ჰაიტიში, ბავშვთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 15 ბავშვია დაღუპული.

ხანძარი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის სამხრეთ მდებარე 50 000 მაცხოვრებლიან ქალაქ კენსკოფის ბავშვთა თავშესაფარში, ხუთშაბათს, საღამოს 21 საათის შემდეგ გაჩნდა.
 
თავშესაფარში, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის ” ბიბლიური გაგების ეკლესიის” პატრონაჟის ქვეშ, მაგრამ ოფიციალური ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა, სულ 66 ბავშვი იყო. მათგან არანაკლებ 15 დაღუპულია. ექიმების თქმით 2 არასრულწლოვანი ხანძრის მსხვერპლი გახდა, 13 კი ჰოსპიტალიზირების შემდეგ, მხუთავი გაზებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
 
იუწყებიან, რომ შენობაში გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო დენი არ იყო, სანთლები ჰქონდათ ანთებული
 
მოქალაქეთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის თქმით, ბავშვების გადარჩენა შესაძლებელი იყო მეხანძრებს სათანადო აღჭურვილობა რომ ჰქონოდათ. მაშველები მოტოციკლებით მივიდნენ შემთხვევის ადგიკზე და მათ ჟანგბადის ბალონების კი არ გააჩნდათ, ცეცხლის კერას რომ მიახლოვებოდნენ, გავლენა იქონია იმანაც, რომ დაშავებულთა საავადმყოფოში დროულად გადასაყვანად და დახმარების აღმოსაჩენად საჭირო რაოდენობის სასწრაფო დახმარების მანქანები არ იყო.
 
ჰაიტიში 30 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს 754 თავშესაფარში, რომელთაგანაც მხოლოდ 35 -ს გააჩნია ფუნქციონერობისთვის საჭირო ნებართვა. ბავშვთა თავშესაფრებში მცხოვრებთა დაახლოებით 80%-ს ერთი მშობელი მაინც ჰყავს, მაგრამ საყოველთაო სიღარიბე და ჯანდაცვაზე და განათლებაზე ხელმიუწვდომელობა მშობელთა ნაწილს იძულებულს ხდის, ბავშვზე უარი თქვას და შედეგად, ის ბავშვთა თავშესაფარში ხვდება.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად