ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პოლიციელი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას EFE რესპუბლიკის პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი “დაუდგენელი დაავადება” გახდა.

მოგვიანებით Reuters-მა გაავრცელა ინოფრმაცია, რომ 52 წლის პოლიციელი გულის გაჩერებით გარდაიცვალა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი საავადმყოფოში კოროვირუსული ინფექციის სიმპტომებით იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 17 ნოემბერს თურქეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

კომენტარები
იტვირთება...