ჰაიტის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობის ოპერაციის სავარაუდო კოორდინატორია

ამის შესახებ ჰაიტის პოლიციის ხელმძღვანელმა, ლეონ შარლიმ განაცხადა.

ჰაიტის პოლიცია დაკავებულ მამაკაცს პრეზიდენტის მკვლელობის გეგმის ერთ-ერთ შემდგენელად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე საკთარ რეზიდენციაში 7 ივლისს მოკლეს. თავდასხმის დროს დაჭრილი პრეზიდენტის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად მას მაიამის საავადმყოფოში მკურნალობენ.

მომხდარის შემდეგ ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები
იტვირთება...