ჰაიტის მოკლული პრეზიდენტის ცოლი, მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა

ჰაიტის მოკლული პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის ცოლი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

ქვეყნის ლიდერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გავრცელებული ცნობით, მოიზის რეზიდენციაზე თავდამსხმელთა ნაწილი ესპანურად ლაპარაკობდა.

კომენტარები
იტვირთება...